GE RU

ჩვენ შესახებ

ჩვენ წარმოვადგენთ 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების სწრაფად მზარდ პროვაიდერ კომპანიას საქართველოს პროგრამული პროდუქტების ბაზარზე. ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ბიზნესპროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას საქართველოში და თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად გავხადოთ იგი უფრო მოქნილი, სწრაფი და ინტეგრირებული.

ჩვენი მიზანია 1C-ის უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომი გავხადოთ ბიზნეს სექტორისთვის და ამგვარად დავამკვიდროთ და განვავითაროთ ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურა საქართველოში.

ჩვენ, ახალგაზრდა, გამოცდილი ქართველი და უკრაინელი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, ვმუშაობთ, რათა მაღალხარისხიანი მართვის სისტემები ძვირადღირებული პროდუქტიდან ვაქციოთ აუცილებელ ხელმისაწვდომ საჭიროებად,  ქართული ბიზნესისთვის. ამ უკანასკნელს ვთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომას მხარდაჭერისა და დანერგვის მომსახურების გაწევისას.

პარტნიორებთან და მომხმარებლებთან, ისევე როგორც გუნდის წევრებთან, ჩვენი თანამშრომლობა ღია, უშუალო და გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს ეფუძნება. შესაბამისად, ორიენტირებულნი ვართ არა უბრალოდ პროდუქტის რეალიზაციაზე, არამედ თქვენი, როგორც ჩვენი კლიენტების წინაშე მდგარი ამოცანებისა და საჭიროებების მხოლოდ ინდივიდუალური მიდგომის გზით გადაჭრაზე სასურველი საბოლოო შედეგისა და კმაყოფილების მისაღწევად.

ჩვენი კორპორატიული ღირებულებებია:

  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • ინოვაცია და ახალი შესაძლებლობების მუდმივი ძიება;
  • პროფესიონალიზმი და მაღალი პასუხისმგებლობა;
  • აქტიურობა და გუნდური მუშაობა;
  • გამჭვირვალობა ურთიერთობებში.