GE RU

ექსპრეს დანერგვა

ექსპრეს დანერგვის პაკეტით სარგებლობა შესაძლებელია ყველა პროდუქტზე ან მათ კომბინაციაზე. ამ მიდგომის ფარგლებში გთავაზობთ მაქსიმალურად ინიდივიდუალურ და თქვენს საჭიროებებზე ორიენტირებულ მომსახურებას. თქვენი პროექტისთვის გამოვყოფთ პირად კონსულტანტსა და პროექტის მენეჯერს და ამ გზით მოვახდენთ ყველა პროცესის მართვას. შესაბამისად, პროექტის მართვასა და საბოლოო შედეგებზე პასუხისმგებლობას ვიღებთ უშუალოდ ჩვენ. აღნიშნული მომსახურების მიწოდება ხდება შემდეგი პრინციპით:

სამუშაოების დაწყებამდე პროექტის მენეჯერი და აპლიკაციის სპეციალისტი, თქვენი (დამკვეთის) ბიზნესპროცესების დეტალური შესწავლისა და ანალიზის შედეგად, ადგენენ საპროექტო დოკუმენტაციას: პროექტის გეგმა, ტრენინგის გეგმა, პროექტის მასშტაბები, სამუშაოს შესრულების გეგმა (Project plan, training plan, project scope, work execution plan).

ჩვენ უზრუნველვყოფთ ინდივიდუალური სასწავლო კურსის ორგანიზებას თქვენს ოფისში.  ადგილზევე ხდება ყველა საჭირო ინვენტარის მიწოდება და სასწავლო კლასის მოწყობა. სტანდარტული სასწავლო კურსის დროის გადანაწილებაც თქვენი მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება.

დამატებითი საკონსულტაციო მომსახურებისა და პროგრამული მოდიფიკაციების სერვისების მიწოდებაც ხორციელდება კონფიგურაციის სპეციალისტის მიერ, თქვენსავე ოფისში ვიზიტების გზით, წინასწარ გაწერილი პროექტის გეგმისა და სამუშაოს შესრულების გეგმის (WEP) შესაბამისად.

მომსახურების გაწევისას ყველა რესურსი დაგეგმილია წინასწარ და გაწერილია ხელშეკრულებით. შესაბამისად, თქვენ ყველანაირი დამატებითი ხარჯის გარეშე გარანტირებულად ღებულობთ საბოლოო შედეგს.