GE RU

დანერგვა

პროგრამული პროდუქტების ჩვენთან შეძენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იწყება რამდენიმე ეტაპიანი დანერგვის პროცესი. იგი მოიცავს მომსახურებების ფართო სპექტრს და იწყება ყველაზე მნიშვნელოვანით - საჭირო პროგრამული პროდუქტის შერჩევით. აღნიშნული მომსახურების ფარგლებში ჩვენი გამოცდილი სპეცილისტი სრულიად უფასოდ გაგიწევთ კონსულტაციას, რაც თქვენი ბიზნესის მიმდინარე ან სტრატეგიული ამოცანების გადასაჭრელად საჭირო პროგრამული პროდუქტის ან პროდუქტების კომბინაციის სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ.

 

ჩვენთან პროგრამების ღირებულება მოიცავს უფასო ინსტალაციას, თუმცა პროდუქტის შეძენის შემდეგ მისი უშუალოდ თქვენს ბიზნეს ამოცანებზე მორგების, ინტეგრაციისა და პროგრამის სრულად ათვისების მიზნით შესაძლებელია დადგეს პროდუქტთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის მომსახურების გაწევის საჭიროება, მათ შორის:

 

სწავლება

 

დამატებითი კონსულტაციების პაკეტი:

  • კონფიგურაციის საწყისი გამართვა;

  • საწყისი მონაცემების ავტომატური ჩატვირთვა (ნაშთები, ცნობარები);

  • სისტემაში ბიზნეს პროცესების მოდელირება;

  • სისტემის გაშვება;

  • ანგარიშგებების მოდიფიკაცია;

  • საბეჭდი ფორმების მოდიფიკაცია;

  • სხვა.

 

დამატებითი პროგრამული მოდიფიკაციების პაკეტი:

  • ახალი ფუნქციონალის დამატება;

  • ახალი ანგარიშგებების აწყობა;

  • ახალი დამუშავებების აწყობა;

  • ინტეგრაციები სხვა პროგრამებთან;

  • სხვა.

 

ზემოთხსენებული მომსახურებების მოსაწოდებლად გთავაზობთ ორ განსხვავებულ მიდგომას - სტანდარტულ და ექსპრეს დანერგვას.