GE RU

სტანდარტული დანერგვა

სტანდარტული დანერგვის პაკეტი ხელმისაწვდომია  მხოლოდ ყველაზე ხშირად გაყიდვადი პროდუქტების შეზღუდული ნაწილისთვის (RS: ERP სტანდარტი და RS: Retail). ამ მიდგომის  დროს პროგრამის გაშვებისთვის საჭირო ყველა პროცესს თავად თქვენ მართავთ. შედეგის მისაღწევად გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

 

სწავლება - თქვენ თავად ეწერებით ჩვენს ტრენინგ ცენტრში თქვენთვის საჭირო სტანდარტულ პრაქტიკულ სასწავლო კურსზე და საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე თავად წყვეტთ, რამდენმა თანამშრომელმა რომელი კურსი გაიაროს. ტრენინგზე ჩაწერა შესაძლებელია პირდაპირ ჩვენი ვებგვერდიდან, აქვე მოცემულია თითოეული კურსის განრიგი.​

 

ტრენინგების დასრულებისა და შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდეგ შესაძლებლობა გაქვთ დამატებით საკონსულტაციო მომსახურებაში შემავალი სერვისები მიიღოთ კონსულტანტისგან ჩვენი ქოლ-ცენტრის და დაშორებული წვდომის პროგრამების გამოყენებით. აღნიშნული მომსახურების მისაღებად აუცილებელია, რომ დამკვეთი კომპანიიდან მინიმუმ ერთ ადამიანს ჰქონდეს ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

მომხმარებლების დაახლოებით 20%-ის წინაშე სხვადასხვა სიხშირით - როგორც პროექტის დაწყების, ისე გარკვეული დროის შემდეგ - თავს იჩენს არასტანდარტული ამოცანები, რომელთა გადასაჭრელად დამატებითი პროგრამული მოდიფიკაციების პაკეტია საჭირო. აღნიშნული მომსახურების მისაღებად უკვე უნდა სარგებლობდეთ დამატებითი საკონსულტაციო მომსახურების პაკეტით.  ქოლ-ცენტრის გამოყენებით კონსულტანტთან ერთად თქვენი ამოცანის დარეგისტრირების შემდეგ მიიღებთ საჭირო მომსახურების განფასებას. ღირებულება არასტანდარტულია და კონკრეტულ ამოცანაზეა დამოკიდებული.