GE RU

GS Nanotech

კომპანია „აისტიმ“–ის  ექსპერტებმა დაასრულეს რუსეთის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის „GS Nanotech“–ის კომპლექსური ავტომატიზაცია. ახალმა სისტემამ, რომელიც განვითარებულია „1C: ERP 2.0" -ის საფუძველზე, შეასრულა საწყობში არსებული მასალების და მზა პროდუქციის  ზუსტი აღრიცხვა, გააძლიერა წარმოების კონტროლი, დააჩქარა კლიენტთა შეკვეთების დამუშავება და მათი შესრულება. მასალების გადაჭარბებისა და დაბრუნებადი ნარჩენების კოეფიციენტები ოპტიმიზირებულია,  2% -ით შემცირდა დეფექტით გამოწვეული დანაკარგი. ძვირფასი ლითონის მოძრაობაზე დაწესდა სერიული კონტროლი, რის შედეგადაც შემცირდა ძვირადღირებული ნედლეულის დანაკარგი. ახალი სისტემის გამოყენებიდან პირველივე 6 თვის განმავლობაში საწყობის ბრუნვა 25% -ით გაიზარდა, საოპერაციო ხარჯები კი შემცირდა 10% -ით, ხოლო გაყიდვების მოცულობა 15% -ით გაიზარდა.

 „GS Nanotech“ (სს „ჯიეს ნანოტეხ“) - რუსეთში   ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი სამეცნიერო კვლევითი ცენტრია . კომპანიას აქვს ხანგრძლივი გამოცდილება ციფრული, ანალოგური და ჰიბრიდული მიკროსქემისა და მრავალკრისტალური მოდულების დიზაინში. „GS Nanotech“ წარმოადგენს „Technopolis GS“–ს ნაწილს, თავის მხრივ ის – უნიკალური კერძო ინოვაციური კლასტერია, რომელიც მოქმედებს კალინინგრადის რეგიონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში.

საწარმოს ცენტრის საერთო ფართი – 3500 კვ.მ-ია, სუფთა ფართობები კი (Гост-ისა და ISO 14644–ის შესაბამისი) – 1000 კვ.მ. წლიური წარმოების მოცულობა შეადგენს 3,5 მლნ. ნაწარმს. „GS Nanotech“–ის  პარტნიორები და კლიენტები არიან - ნახევარგამტარი ფირფიტის, სილიციუმის კრისტალების მსოფლიო წამყვანი მწარმოებლები, ინტეგრალური სქემების დეველოპერები და მიკროელექტრონული პროდუქტების მწარმოებლები. საწარმოს მომხმარებელთა  ძირითადი მოთხოვნებია - „GS Nanotech“–ის მიკროელექტრონული პროდუქციის მაღალი ხარისხი და დროული მიწოდება. იმისათვის, რომ კომპანიის მოთხოვნები შესრულდეს სრული მოცულობით, საჭიროა შემომავალი შეკვეთების სწრაფი დამუშავება, წარმოების ყველა ეტაპის ოპერატიული დაგეგმვა და პროდუქციის ხარისხის კონტროლი.

ახალ სისტემამდე, კომპანიაში ოპერატიული ხარჯთაღრიცხვა არ იყო ავტომატიზირებული. წარმოების დაგეგმვა იწვევდა გარკვეულ სირთულეებს. დიდი დრო იხარჯებოდა მომხმარებელთა შეკვეთის დამუშავებისთვის, შეთანხმებისთვის და გადაზიდვისთვის. „GS Nanotech“–ის მართველობამ გადაწყვიტა საწარმოში დაენერგა საინფორაციო სისეტმა, რომელიც დაეხმარებოდა მომხმარებელთა შეკვეთის დამუშავების დაჩქარებაში, აგრეთვე უზრუნველყოფდა წარმოების ოპერატიულ და მკაფიო დაგეგმვას და გააძლიერებდა წარმოებაზე კონტროლს. გარდა ამისა, საჭირო იყო პროდუქციის თვითღირებულების სიზუსტის გაუმჯობესება და  საწარმო ხარჯებზე კონტროლის გაძლიერება.

პროგრამული უზრუნველყოფა „1C: ERP 2.0 შეირჩა. სისტემის დანერგვის პარტნიორი გახდა კომპანია „აისტიმ“, რომელსაც  საწარმოში ავტომატიზაციის წარმატებული გამოცდილება აქვს.

პროექტი გაგრძელდა 8 თვე. ამ დროის განმავლობაში, შეიქმნა სრულყოფილი საინფორმაციო სისტემა, რომელმაც მოიცვა 14 სამუშაო ადგილი კომპანიის მთავარ ქვედანაყოფებში: ეკონომიკური დაგეგმვისა და საინჟინრო დეპარტამენტებში, მომსახურების და ლოჯისტიკური მართვის დეპარტამენტებში, საბუღალტრო და საკადრო დეპარტამენტებში.

პროექტის ძირითადი შედეგები:

ორგანიზებულია ნედლეულის ოპერატიული კონტროლი. აღირიცხა მასალების შენახვა და მზა პროდუქცია  ადგილმდებარეობის მიხედვით.  განყოფილების მენეჯერებს უკვე აქვთ ზუსტი ინფორმაცია საწყობში არსებული ნარჩენების შესახებ და დროულად გეგმავენ ახალი პროდუქციის შეკვეთებს. საწყობის ბრუნვა 25% -ით გაიზარდა.

საწარმოში   მასალების ხარჯის კონტროლი გაძლიერებულია. პროდუქციის ღირებულება გამოიანგარიშება  მწარმოებელი დეპარტამენტებისა და ნომენკლატურის ჯგუფების მიხედვით.  მენეჯმენტს ნათელი წარმოდგენა ექმნება მასალის რაოდენობის შესახებ წარმოების ყოველ ეტაპზე, აგრეთვე ეძლევა შესაძლებლობა იქონიოს ანალიზი მოხმარებული მასალისა და მისი შემცირების მიზნით რეზერვის ინდეტიფიცირებაზე. პროდუქციის ფაქტობრივი ღირებულება ავტომატურად გამოითვლება თითოეული ნომენკლატურული პოზიციის მიხედვით, ამასთან, გაითვალისწინება არა მხოლოდ ნედლეულის ღირებულება, არამედ  ყველა სხვა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია წარმოებასთან., რაც ეხმარება კომპანიას შეინარჩუნოს ფასების კონტროლი. აღსანიშნავია, რომ წარმოების ხარჯები 10% -ით შემცირდა.

გაუმჯობესდა წარმოების ქვეგანყოფილებების დაგეგმარება. პროცესი კონტროლდება ყველა ეტაპზე. ორგანიზებულია  წუნდებული ნედლეულის და მზა საქონლის ზუსტი ღრიცხვა. ოპტიმიზირებულია მასალების გადაჭარბების  და დაბრუნებადი ნარჩენების კოეფიციენტები. რის შედეგად,  დეფექტით გამოწვეული დანაკარგი შემცირდა 2% -ით.

დაინერგა ძვირფასი ლითონის სერიული აღრიცხვა  - ოქრო, რომელიც გამოიყენება ელექტრონული სქემების წარმოების პროცესში. ამით შემცირდა ძვირადღირებული ნედლეულის დანაკარგი.

მომხმარებელთა შეკვეთები გაიცლებით სწრაფად მუშავდება. გაძლიერდა მათი შესრულების კონტროლიც.  საწყობში დაჩქარდა პროდუქციის დაკომპლექტება და გადაზიდვა.  სისტემის გაუმჯობესებამ კი დადებითად იმოქმედა კლიენტების ლოიალურობასა და გაყიდვების დინამიკაზე. ახალი სისტემის  გამოყენების პირველი ექვსი თვის განმავლობაში გაყიდვების მოცულობა 15% -ით გაიზარდა.

კომპანიის სტანდარტების მიხედვით შექმნილია მართვის ანგარიშის სრული კომპლექტი. საანგარიშო დრო შემცირდა ერთი თვიდან ერთ კვირამდე.

შედეგებზე საუბრობს „GS Nanotech“–ის  გამოყენებითი პროგრამირების უფროსი, მაქსიმ ალექსანდრეს ძე ევსენკინი: „სისტემა „1C: საწარმოთა მართვის“ გამოყენების დადებითი ეფექტი გამოვლინდა პირველი დღიდან. ავტომატიზირებული სისტემა დაინერგა საწარმოს ყველა ძირითად ერთეულში, რითაც თავიდან ავიცილეთ ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული შეუსაბამობები და შეცდომები. ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია უფრო სწრაფად და ეფექტურად დავგეგმოთ საქონლის წარმოების პროცესი, გავაკონტროლოთ ერთეულის მუშაობის ეფექტურობა და პროდუქტის ხარისხი. დაჩქარდა შეკვეთების დამუშავება და შესრულება. ეს ხელს უწყობს მაღალი ტექნოლოგიების ბაზარზე კომპანიის მაღალი რეპუტაციის შენარჩუნებაში და მომხმარებისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილებების  წარდგენაში.“