GE RU

ERP სტანდარტი

RS: ERP სტანდარტი                                                        

 

საცალო/საბითუმო ვაჭრობა   |   წარმოება  |   მომსახურება  |   მშენებლობა

 

პროგრამული პროდუქტი წარმოადგენს კომპლექსურ მზა გადაწყვეტილებას, რომელიც განკუთვნილია კომპანიის მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვისთვის. პროგრამაში რეალიზებულია ყველა აუცილებელი ფუნქცია კონტროლისთვის, ანალიზისთვის, დაგეგმვისა და ოპერატიული მართვისთვის. გადაწყვეტილება ხელს უწყობს კომპანიის ეფექტიანობის ზრდას, კომპანიის მფლობელებსა და მმართველებს სთავაზობს მართვისთვის აუცილებელი ინსტრუმენტების სპექტრს, ხოლო თანამშრომლებს უქმნის ახალ შესაძლებლობებს პროდუქტიული მუშაობისთვის.

 

ერთიან კომპლექსურ სისტემაში მიმდინარეობს: კლიენტებისა და მომწოდებლების ბაზების წარმოება, საბანკო და სალარო ოპერაციების აღრიცხვა, დებიტორული/კრედიტორული ანგარიშსწორებების, პერსონალთან და საგადასახადო ორგანოებთან ანგარიშსწორებების კონტროლი;

შეკვეთების, მზა პროდუქციის, მასალების, დანახარჯებისა და სავაჭრო ოპერაციების აღრიცხვა - მათ შორის საცალო გაყიდვებისა და გარე სავაჭრო მოწყობილობების ინტეგრაცია; შეკვეთა - განაწესები, შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურების აღრიცხვა; ძირითადი საშუალებების, მიღებული შემოსავლების, მოგება-ზარალისა და კაპიტალის აღრიცხვა.

 

პროგრამა საშუალებას იძლევა დაიგეგმოს გაყიდვები; მოხდეს პერსონალის მუშაობისა და შესასრულებელი სამუშაოების კონტროლი; მარაგების ბრუნვის აღრიცხვა; დაგეგმილი  და შესრულებული ოპერაციების ვადების კონტროლი;

 

ფულადი სახსრების ეფექტურად სამართავად პროგრამის ფუნქციონალში რეალიზებულია საგადახდო კალენდარი და ფინანსური დაგეგმარების (ბიუჯეტირების) მექანიზმი.

 

პროგრამა ერთდროულად რამდენიმე იურიდიული პირის აღრიცხვის საშუალებას იძლევა. აღრიცხვის წარმოება ნებისმიერ ვალუტაშია შესაძლებელი.

 

აღრიცხვა, კონტროლი, ანალიზი დაგეგმვა. სრულიად ახალ ტექნოლოგიურ პლატფორმაზე           "1C:საწარმო 8.3"

 

  

 

ფულადი სახსრები

  • ფულადი სახსრების მოძრაობის აღრიცხვა და მართვა კომპანიის საბანკო ანგარიშებსა თუ სალაროებში
  • საგადახდო კალენდარი - ფულადი სახსრების შემოსავლებისა და გასავლების დაგეგმვა
  • დოკუმენტების აღრიცხვა - საგადახდო დავალებები, სალაროს ორდერები, საავანსო ანგარიშები, საგადახდო-სახელფასო უწყისები და ა.შ.
  • ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი - შემოსავლების წყაროებისა და გასავლების მიმართულებების ჭრილში
  • ურთიერთქმედება "ბანკი-კლიენტის" ტიპის პროგრამებთან
  • ფულადი სახსრების მოძრაობის ბიუჯეტის შედგენა

 

შემოსავლები - ხარჯები, მოგება - ზარალი

  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა საქმიანობის მიმართულებების, შეკვეთების, დეპარტამენტების, წინასწარ განსაზღვრული მუხლების ჭრილში
  • ზედნადები და კომერციული ხარჯების აღრიცხვა
  • ზედნადები ხარჯების გადანაწილების მექანიზმები
  • მოგება-ზარალის ანგარიშგება
  • ფინანსური შედეგის ანალიზი საქმიანობის მიმართულებების, დეპარტამენტებისა და კლიენტების ჭრილში
  • შემოსავლების, ხარჯებისა და ფინანსური შედეგის დაგეგმვა.

 

პროგრამასთან მუშაობის დაწყების დამხმარე მექანიზმის გამოყენებით ხორციელდება ძირითადი ცნობარებისა და საწყისი ნაშთების მყისიერი შეყვანა. სასაქონლო სიების, კონტრაგენტებისა და თანამშრომლების სიების იმპორტი შესაძლებელია პირდაპირ Microsoft Excel-დან. პროგრამასთან მუშაობის დაწყებას მოახერხებთ რამდენიმე წუთში.

 

ანგარიშგებების სპეციალური კომპლექტები- ხელმძღვანელის მონიტორი და ძირითადი მაჩვენებლების მონიტორი - საშუალებას მოგცემთ სწრაფად და მოხერხებულად მიიღოთ ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად ნაწილებზე, დროულად გამოავლინოთ ზრდის ტემპები ან ნეგატიური დინამიკა.

 

პროგრამა მთლიანად ინტეგრირებულია შემოსავლების სამსახურის პორტალთან, რაც საშუალებას გაძლევთ ავტომატურად დაასინქრონოთ მიღებული და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, ასევე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

 

ანგარიშსწორებები

  • მყიდველებთან და მომწოდებლებთან ანგარიშსწორებების აღრიცხვა
  • საგადასახადო ორგანოსთან, პერსონალთან, საქვეანგარიშო პირებთან და სხვა კონტრაგენტებთან ანგარიშსწორებების აღრიცხვა
  • დავალიანებების სტრუქტურისა და ვადების ანალიზი - ჯამური დავალიანებები, ვადაგადაცილებული დავალიანებები და ა.შ.

 

გაყიდვები

  • კლიენტების, ხელშეკრულებებისა და საკონტაქტო პირების ბაზების წარმოება
  • მარაგებისა და მომსახურებების რეალიზაციის აღრიცხვა - საწყობიდან და შეკვეთის საფუძველზე, კონსიგნაციით ან ავანსის მიხედვით, კომისიაზე მიღებული ან კომისიონერზე სარეალიზაციოდ გადაცემული მარაგების გაყიდვების აღრიცხვა.
  • სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებების აღრიცხვა
  • "პრაის-ლისტების" წარმოება
  • შეკვეთებითა და შეკვეთა-განაწესებით მუშაობა
  • შეკვეთების პროექტებად გაერთიანება
  • ხელშეკრულებების რეგისტრაცია და შენახვა
  • გადატვირთვის გრაფიკების ფორმირება (მომსახურების გაწევა, შიდა სამუშაოების შესრულება და ა.შ.)
  • შეკვეთების შესრულების კონტროლი
  • შეკვეთების შესრულების ანალიზი - მარაგების მიწოდების, მომსახურების გაწევისა ან სამუშაოების შესრულების მიხედვით
  • გაყიდვების ანალიზი - კლიენტების, შეკვეთების, მარაგებისა და მომსახურების ჭრილში
  • გაყიდვების დაგეგმვა და გეგმის შესრულების ანალიზი

 

სამუშაოების შესრულება და მომსახურების გაწევა

  • სამუშაოების შესრულებისა და მომსახურების გაწევის აღრიცხვა
  • მომსახურების გაწევის ან სამუშაოების შესრულების კალენდარული გრაფიკების შექმნა
  • სამუშაოების შესრულებაზე თანამშრომელთა დავალებების რეგისტრაცია და შემდგომი კონტროლი მათ შესრულებაზე გადახრების გამოვლენა - აღრიცხვა
  • სამუშაოების შესრულებაზე ან მომსახურების გაწევაზე დახარჯული დროის რეგისტრაცია

 

წარმოება

  • წარმოების აღრიცხვა, როგორც საწარმოო გეგმების ასევე კონკრეტული შეკვეთების  მიხედვით, წარმოების გეგმა-ფაქტობრივი ანალიზი
  • გამოშვებული პროდუქციის  აღრიცხვა
  • საწარმოო რეცეპტურისა და სტანდარტული სამუშაოების რეგისტრაცია, მათ საფუძველზე წარმოების რესურსების დაგეგმვა
  • საწარმოო შეკვეთების ფორმირება და მათი შესრულების შემდგომი კონტროლი
  • სანარდო განაწესების ფორმირება და პირდაპირი ხარჯების აღრიცხვა, არაპიდაპირი ხარჯების აღრიცხვა და მზა გამოშვებულ პროდუქციაზე გადანაწილება სხვადასხვა მეთოდით
  • წარმოების კალენდარული გრაფიკის ფორმირება

 

ხარჯების აღრიცხვა და დაგეგმვა

  • პირდაპირი და ზედნადები დანახარჯების აღრიცხვა სამუშაოების შესრულებაზე, მომსახურების გაწევასა და პროდუქციის წარმოებაზე დანახარჯების მუხლების ჭრილში
  • სამუშაოებისა და პროდუქციის ფაქტიური თვითღირებულების გამოთვლა
  • პირდაპირი და ზედნადები დანახარჯების დაგეგმვა

 

მარაგები და შესყიდვები

  • სასაწყობე აღრიცხვა სხვადასხვა საწყობისა და შენახვის ადგილის მიხედვით
  • მარაგების შემოსავლების აღრიცხვა  სხვადასხვა სქემით - პირდაპირი შესყიდვით, საქვეანგარიშო პირისგან მიღებით, კომისიონერისგან  სარეალიზაციოდ მიღება, ნედლეულის გადასამუშაველბლად მიღება და გადაცემა შენახვაზე პასუხისმგებელ პირზე
  • დამატებითი ხარჯების აღრიცხვა შეძენაზე - ტრანსპორტირება, გადმოტვირთვა, შენახვა და ა.შ.
  • მომწოდებლების ფასების რეგისტრაცია
  • მომწოდებლების შეკვეთების აღრიცხვა - შეკვეთების მდგომარეობისა და ანგარიშსწორებების მონიტორინგი
  • შეკვეთების მიხედვით მარაგების დარეზერვება
  • მარაგების მოთხოვნადობის გაანგარიშება და მათ შეძენაზე რეკომენდაციის ფორმირება
  • მოწოდების გრაფიკების ფორმირება
  • მომწოდებელთა შეკვეთების შესრულების ანალიზი
  • შესყიდვების ანალიზი მომწოდებლების, სასაქონლო პოზიციებისა და შეკვეთების ჭრილში

 

პერსონალის მართვა და საკადრო აღრიცხვა

  • ხელფასის აღრიცხვა
  • ხელფასის დარიცხვა როგორც პერიოდულად, ასევე შესრულებული სამუშაოს მიხედვით
  • სამუშაო დროის აღრიცხვა (ტაბელები)
  • საკადრო აღრიცხვა - სამუშაოზე მიღების გაფორმება, საკადრო გადაადგილება, სამსახურიდან გათავისუფლება
  • საშტატო განრიგის წარმოება
  • თანამშრომლებზე ინფორმაციის შენახვა, სამუშაო პირობები და ა.შ.
  • თანამშრომლებზე სამუშაო დავალებების გაცემა და მათი შესრულების კონტროლი
  • პერსონალის მუშაობის გეგმა - ფაქტობრივი ანალიზი

 

ძირითადი საშუალებების აღრიცხვა

  • ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების შეძენისა და გამომუშავების აღრიცხვა
  • ძირითადი საშუალებების გაყიდვისა და ლიკვიდაციის აღრიცხვა
  • ცვეთის ავტომატური გაანგარიშება და დარიცხვა  - ჯგუფის  ნარჩენი  ღირებულებითი ბალანსის, წრფივი და ფაქტიური (მანქანა საათების) მეთოდების მიხედვით
  • კაპიტალდაბანდებების დაგეგმვა

 

საბალანსო ანგარიშგება

  • სრული ინფორმაცია კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე - აქტივების სტრუქტურა, ვალდებულებები, საკუთარი კაპიტალის მდგომარეობა

 

ფინანსური დაგეგმვა

  • ფულადი სახსრების მოძრაობის ბიუჯეტების ფორმირება
  • პირდაპირი და ზედნადები  დანახარჯების დაგეგმვა
  • შემოსავლების, ხარჯების, ფინანსური შედეგისა და კომპანიის ფინანსური მდგომარეობის დაგეგმვა
  • შედგენილი გეგმების შესრულების კონტროლი და ანალიზი

 

 

ინტერნეტ მაღაზიასთან ინფორმაციის გაცვლა - მყიდველთა შეკვეთებზე, პროდუქციაზე, სასაწყობე ნაშთებსა და ფასებზე ინფორმაციის გაცვლა.

პროგრამა უზრუნველყოფს დოკუმენტების ცენტრალიზებულ შენახვას სხვადასხვა ფორმატში (ცხრილები, ტექსტური ფაილები, გამოსახულება, აუდიო და ვიდეო ფაილები, არქივი, პროექტირების სისტემის დოკუმენტები, აპლიკაციები და ა.შ.), მათთან წვდომას და ასევე ინფორმაციის ტექსტურ ძებნას (მათ შორის უშუალოდ მიერთებულია ფაილების ტექსტებში)

რეპორტების დამუშავების და აწყობის  მოქნილი მექანიზმი ანგარიშგების დროითი პერიოდის, გამოსახული მაჩვენებლების, დეტალიზაციის დონისა და დაჯგუფების რიგის შეცვლის საშუალებას იძლევა. შემდეგი გამოყენებისათვის შესაძლებელია ცვლილებების დამახსოვრება. შესაძლებელია ახალი ანგარიშგების დამოუკიდებლად აწყობა.

 

 

პროგრამის გამოყენება რეკომენდირებულია შემდეგი საქმიანობის მიმართულებებისათვის:

  • საცალო ვაჭრობა

  • საბითუმო ვაჭრობა

  • სატრასპორტო მომსახურება

  • მშენებლობა და რემონტი

  • კვების პროდუქტების წარმოება

  • საინფორმაციო ტექნოლოგიები

  • მძიმე მრეწველობა

  • სასტუმროები

  • რესტორნები

  • ტურისტული კომპანიები

  • ავტოსერვისი

  • საარენდო მომსახურება

  • საპროექტო სამუშაოები

  • საინჟინრო კომპანიები

  • ინტერნეტ მაღაზიები

  • კონსალტინგი

  • საშუამავლო მომსახურება

  • და ასევე სხვა საწარმოო, მომსახურებისა თუ სავაჭრო საქმიანობებისათვის

 

სახელი/გვარი

ტელეფონი

სამუშაო/პროფესია

ელ-ფოსტა