GE RU

დისტრიბუცია

RS: დისტრიბუცია                                                                

 

პრისეილი   |  ვენსეილი  |  ანგარიშსწორებები  |  მარშრუტების დაგეგმვა

 

 

პროგრამული პროდუქტი RS: დისტრიბუცია წარმოადგენს მობილურ აპლიკაციას, რომელიც ინტეგრირდება ERP სტანდარტთან ან ERP 2.0-თან და უზრუნველყოფს დისტრიბუციის ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციას. აპლიკაცია მარტივად ინსტალირდება მობილურ მოწყობილობებზე, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება წინასწარ დაგეგმილი მარშუტების მიხედვით სავაჭრო წერტილებში ვიზიტების აღრიცხვა და რიგი ოპერაციების გატარება, მათ შორის: მყიდველის შეკვეთა, რეალიზაცია და შესაბამისი ზედნადების RS.ge-ზე ატვირთვა, შეკვეთა პროდუქციის უკან დაბრუნებაზე, პროდუქციის უკან დაბრუნება, ფულადი ანგარიშსწორებები.

 

 

 

 

 

 

 

აღრიცხვა

  • სავაჭრო წარმომადგენლის ვიზიტების დაგეგმვა როგორც კონტრაგენტების, ისე თითოეული კონტრაგენტის სავაჭრო წერტილის ჭრილში

  • მობილურ მოწყობილობაზე ყოველდღიური სამარშრუტო გეგმის გამოჩენა და შესაბამისი ვიზიტების რეგისტრაცია

  • მობილურ მოწყობილობაზე სავაჭრო ოპერაციების აღრიცხვა:

  • პრისელერი: მყიდველის შეკვეთა, ფულის მიღება, შეკვეთა პროდუქციის უკან დაბრუნებაზე;

  • ვენსელერი: რეალიზაცია და ზედნადების RS.ge-ზე ატვირთვა, ფულის მიღება, პროდუქციის უკან დაბრუნება.

  • მობილური მოწყობილობიდან სავაჭრო ოპერაციების სინქრონიზაცია ძირითად სააღრიცხვო სისტემასთან (ERP სტანდარტი ან ERP 2.0), თითოეული ვიზიტის საფუძველზე რიგი ოპერაციების ავტომატური გენერაცია: სალაროს შემოსავლის ორდერები, რეალიზაციის ზედნადებები და ა.შ.

 

            

 

 

 

 

კონტროლი და ანალიზი

 

              
  • დებიტორების ანალიზი ვადიანობის მიხედვით
  • გაყიდვების ანალიზი როგორც მყიდველი იურიდიული პირების, ასევე კონკრეტული სავაჭრო წერტილების მიხედვით
  • გაყიდვების ანალიზი რეგიონების, ქალაქების, უბნების მიხედვით
  • გაყიდვების ეფექტურობის ანალიზი სავაჭრო წარმომადგენლების მიხედვით და შესაბამისი ბონუს სისტემის ავტომატიზაცია
  • ვიზიტების ეფექტურობის ანალიზი, ვიზიტი/შეკვეთის კოეფიციენტები

 

სახელი/გვარი

ტელეფონი

სამუშაო/პროფესია

ელ-ფოსტა