GE RU

საცალო ვაჭრობა

RS: Retail                                                                               

 

საცალო ვაჭრობა   |   POS სისტემა  |   საწყობი   |   დაგროვებითი ბარათები

 

«RS:Retail» წარმოადგენს მაღაზიათა ქსელების, ჰიპერმარკეტებისა და სხვა ტიპის საცალოდ მოვაჭრე ობიექტების ცენტრალიზებულ მართვის სისტემას. პროგრამის ფუნქციონალი მთლიანად ფარავს მაღაზიის საოპერაციო ნაწილთან დაკავშირებულ პროცესებს და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

 

  • შესყიდვები

  • გაყიდვები (POS)

  • საწყობი

  • პერსონალი

  • ფულადი სახსრები

  • RS.ge

  • მარკეტინგული აქციები

  • დაგროვებითი ბარათები

 

პროგრამა შექმნილია 1C-ის ახალ 8.2 პლატფორმაზე და წარმოადგენს რუსული კონფიგურაცია 1С:РОЗНИЦА 2.0-ის ქართულ ლოკალიზებულ ვერსიას. პროგრამის ინტერფეისი ორენოვანია - რუსული და ქართული.

 

პროგრამას გააჩნია მზა მონაცემთა გაცვლის მოდული კომპლექსურ სააღრიცხვო სისტემასთან - ‹‹RS:ERP სტანდარტი››, რომელშიც შესაძლებელია სრულყოფილი ფინანსური, საგადასახადო და საკადრო აღრიცხვის წარმოება, ორგანიზაციის საქმიანობის დაგეგმვა და ა.შ. პროგრამის თითოეულ ქვესისტემაში რეალიზებულია საცალო ვაჭრობისთვის დამახასიათებელი სპეციალიზებული პროცესების აღრიცხვა, რაც ორგანიზაციაში მიმდინარე ოპერაციების ეფექტური მართვისა და ანალიზის განხორციელების საშუალებას იძლევა.

        


 

გაყიდვები

 

  • POS-ის პარამეტრები მოლარის მხოლოდ დასაშვებ ოპერაციებთან წვდომის შესაძლებლობას იძლევა

  • მხარდაჭერილია მყიდველისგან საქონლის დაბრუნების ოპერაციები სამუშაო დღის განმავლობაში და სალაროს ცვლის დახურვის შემდეგ. დაბრუნებისას ავტომატურად ყალიბდება საჭირო დოკუმენტების პაკეტი

  • რეალიზებულია გადახდის სხვადასხვა ტიპის აღრიცხვა: გადახდა ნაღდი ფულით, პლასტიკური ბარათით, საბანკო კრედიტითა და სასაჩუქრე სერტიფიკატებით. გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს კომპლექსურად, გადახდის სხვადასხვა ტიპით

 

POS - კონფიგურაცია „RS:Retail“ მომხმარებელს სთავაზობს მოლარის სამუშაო ადგილის (მსა) სპეციალიზებულ ინტერფეისს საცალო გაყიდვის ნაკადური მეთოდით გასაფორმებლად. მსა-ის ინტერფეისი ადაპტირებულია სენსორულ ეკრანებზე, მცირე ზომის დისპლეებზე გამოსაყენებლად, აგრეთვე პროგრამირებად კლავიატურასთან სამუშაოდ.

 

 

მარკეტინგული აქციების მართვა

  • კონფიგურაციაში მხარდაჭერილია ქსელის მაღაზიებში მარკეტინგული აქციების მართვა, მარკეტინგული აქციის მიზნების, ტერიტორიული მდებარეობისა და მყიდველთა მიზნობრივი ჯგუფების გათვალისწინება

  • ინფორმაცია აქციის წესების, ჩატარების ვადებისა და შეთავაზებული ფასდაკლებების შესახებ ავტომატურად გადაეცემა აქციაში მონაწილე ყველა სავაჭრო ერთეულს

    • ფასდაკლებების განსაზღვრა შესაძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა პირობიდან გამომდინარე:

    • ჩეკში არსებული საქონლის რაოდენობა
    • მიმდინარე ან წინა ჩეკის თანხა
    • შეძენის დრო

    • მყიდველის დისკონტური ბარათის ტიპი

    • მყიდველის დაბადების დღე

    • ერთი დასახელების საქონლის შეძენილი რაოდენობა

    • საქონლის ნაკრების შეძენა და სხვა

  • ფასდაკლების შეთავაზებისას პროგრამაში შესაძლებელია სხვადასხვაგვარი პირობის ერთდროულად გათვალისწინება
  • მხარდაჭერილია დაგროვებითი სქემები და სასაჩუქრე სერტიფიკატების აღრიცხვა. ფასდაკლება შეიძლება დაინიშნოს ნომენკლატურის გარკვეულ სეგმენტზე. სეგმენტებში საქონლის დაჯგუფების წესებს განსაზღვრავს მარკეტოლოგი. სეგმენტის ჩამოყალიბება შეიძლება განხორციელდეს ხელით ან ავტომატურად. ნომენკლატურის ერთი პოზიცია შეიძლება შედიოდეს რამდენიმე სეგმენტში
  • სისტემაში რეალიზებულია ანგარიშგებები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული აქციის გაანალიზების შესაძლებლობას იძლევა.

 

               

პროგრამაში შესაძლებელია ფასდაკლების ბარათების სისტემის წარმოება. ფუნქციონალი ფასდაკლების სხვადასხვა სქემის რეალიზების და შემდომ ანალიტიკური ანგარიშგებების მიღების საშუალებას გვაძლევს. 

 

მარაგები და საწყობი

 

  • პროგრამაში მხარდაჭერილია მაღაზიებში საქონლის მიწოდების მართვის ცენტრალიზაციის სხვადასხვა დონე

  • კონფიგურაციაში შესაძლებელია მაღაზიებს შორის გადაადგილებებისა და მომწოდებელთან შეკვეთების რეგისტრირება და მართვა

  • პროგრამას გააჩნია შესაძენი პროდუქციის რაოდენობის ავტომატური გაანგარიშების შესაძლებლობა საწყობში არსებული ნაშთების, გარკვეული პერიოდის გაყიდვების, დარეგისტრირებული შეკვეთებისა და სხვა პარამეტრების საფუძველზე

  • შესაძლებელია ცენტრალური საწყობიდან ფილიალ მაღაზიებში გასანაწილებელი სასაქონლო პოზიციების რაოდენობის ავტომატური გაანგარიშება

  • სისტემაში საწყობი ეწოდება მატერიალური ფასეულობების აღრიცხვისთვის გამოყოფილ საქონლის განთავსების ადგილს. ერთ მაღაზიას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საწყობი მაღაზიის პროდუქციის შესანახად. საწყობების ან სავაჭრო დარბაზის განყოფილებების შესაბამისი სხვადასხვა სასაწყობე ოპერაცია, როგორიცაა მიღება, გადატვირთვა, ჩამოწერა და ინვენტარიზაცია, შეიძლება განხორციელდეს როგორც ორდერული სქემით, ასევე ორდერების გამოყენების გარეშე

  • დარბაზში მიწოდებამდე ხშირად საჭიროა საქონლის წინასწარი მომზადება. პროგრამაში მხარდაჭერილია საქონლის კომპლექტაციისა და საქონლის დაფასოების ოპერაციები. შტრიხკოდის ბეჭდვის ფუნქციის მქონე სასწორზე მხარდაჭერილია საქონლის სერიული აღრიცხვა, მათ შორის ვარგისიანობის ვადები. შემუშავებულია ანგარიშგებები, რომლებიც ვადაგასული საქონლის სავარაუდო რაოდენობის შეფასების საშუალებას იძლევა

  • პროგრამაში შესაძლებელია განხორციელდეს საწყობის ინვენტარიზაცია წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად და ავტომატურად მიეთითოს გადახრა ფაქტობრივი რაოდენობიდან, რის საფუძველზეც შესაძლებელია საქონლის დანაკლისისა და ნამეტის მიხედვით განხორციელდეს სასაქონლო ნაშთების კორექტირება რეალურთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

 

 

პროგრამა მთლიანად ინტეგრირებულია შემოსავლების სამსახურის პორტალთან, რაც საშუალებას იძლევა ავტომატურად დაასინქრონოთ მიღებული და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები.

 

ასორტიმენტის მართვა

  • პროდუქციის კატეგორიების მართვა - სასაქონლო პოზიციების დაჯგუფება კლიენტისთვის ერთმანეთის მსგავსი/შემცვლელი პოზიციების ჭრილში
  • პროდუქციის ბრენდების მართვა - სასაქონლო პოზიციების დაჯგუფება სხვადასხვა სავაჭრო ნიშნის მიხედვით
  • ასორტიმენტის მართვა კონკრეტული სასაქონლო კატეგორიებისთვის კვოტების დაწესების საფუძველზე
  • კატეგორიის ასორტიმენტის დაგეგმვა და სავაჭრო დარბაზში თაროს სივრცის განაწილების შესაძლებლობა
  • მაღაზიის ასორტიმენტის განსაზღვრა მაღაზიის ფორმატით: სავაჭრო დარბაზის ტევადობით, ადგილმდებარეობით და მყიდველთა მიზნობრივი ჯგუფით
  • საქონლის სხვადასხვა კატეგორიის და მარკის გაყიდვების გაანალიზების შესაძლებლობა

 

მომხმარებელთა ბაზების მართვა

  • მნახველთა რაოდენობის რეგისტრაცია ხელით ან სპეციალური მოწყობილობით - მნახველთა მთვლელი მრიცხველით
  • მყიდველთა იდენტიფიკატორების (ფასდაკლების ბარათების) რეგისტრაცია, რომლის დროსაც ფიქსირდება მყიდველთა საკონტაქტო ინფორმაცია, სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლები და მათი უპირატესობები (მაგ. ფასდაკლების პროცენტულობა)
  • რეგისტრირებულ მყიდველთა კლასიფიკაცია და დაჯგუფება ნავაჭრი თანხის, დემოგრაფიული და სოციალური მახასიათებლების მიხედვით
  • ასორტიმენტის ოპტიმიზაცია ლოიალურ მყიდველთა ჯგუფის ქცევის ანალიზის მიხედვით

 

სავაჭრო ობიექტების ცალკეული ბაზების ავტომატური სინქრონიზაცია ცენტრალურ ბაზასთან, წინასწარ განსაზღვრული სიხშირით. ბაზების განაწილება ობიეტების მიხედვით ქსელის წყვეტის შემთხვევაში პროგრამის შეუფერხებელი მუშაობის გარანტიას იძლევა.

 

 

პროგრამასთან ინტეგრირებულია სავაჭრო მოწყობილობების ფართო სპექტრი, მათ შორის:

შტრიხკოდის სკანერი
თერმული პრინტერი
საკონტროლო საკასო აპარატი
პოს სისტემა
მყიდველის დისპლეი
ელექტრონული სასწორი
სასწორი ეტიკეტების ბეჭდვით
მაგნიტური ბარათის წამკითხველი
ეკვაირინგის ტერმინალი

 

 

დემო ვერსიის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ:

 

სახელი/გვარი

ტელეფონი

სამუშაო/პროფესია

ელ-ფოსტა