კომპანია ROSSOFT აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

Rossoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული პროდუქტების ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას საქართველოში, ხოლო მიზანი კი – უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.

ძირითადი მოვალეობები:

  • კანცელარიის მოწესრიგება – დოკუმენტებთან მუშაობა;
  • კომპანიის ელ-ფოსტაზე შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;
  • კომპანიაში შემოსული ზარების მიღება, ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პიროვნებაზე გადამისამართება.
  • ოფიციალური წერილების მომზადება;
  • მყიდველის შეკვეთაზე რეაგირება;
  • ხელშეკრულების გაფორმება;
  • ინვოისების მომზადება და კლიენტისათვის მიწოდება;
  • შიდა შესყიდვების ორგანიზება (ოფისის მომარაგება სხვადასხვა სახის საკანცელარიო, საინფორმაციო თუ სამეურნეო მასალით);
  • შესყიდვების ორგანიზება შესაბამისი ხელშეკრულების მიხედვით – ინფორმაციის მომზადება შესყიდვის ობიექტის, ფასის, მოწოდების და გადახდის პირობების შესახებ;
  • კომპანიის ვებ-გვერდის ადმინისტრირება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დავალების შესრულება;

 

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება.
  • საოფისე პროგრამების (MS Office, Google Mail, Drive) სრულყოფილი ცოდნა;
  • უცხო ენების (რუსული, ინგლისური) სრულყოფილ დონეზე ფლობა (წერა/კითხვა/საუბარი/მოსმენა)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • 1С სააღრიცხვო პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები / კომპეტენციები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • პრეზენტაბელურობა, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
  • ინფორმაციის მოძიების და დამუშავების უნარი;
  • დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი;
  • მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა;

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00

ანაზღაურება: ფიქსირებული – კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე – CV ელ-ფოსტაზე info@rossoft.ge.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

 

 

 

Georgian