კომპანია ROSSOFT აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

Rossoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული პროდუქტების ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას საქართველოში, ხოლო მიზანი კი – უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.

ძირითადი მოვალეობები:

  • კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
  • პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა;
  • პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
  • კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება;
  • ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
  • პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება;
  • არსებული კლიენტებისათვის კორპორატიული შეთავაზების განახლება პროდუქტის დამატებითი სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების მომზადება;
  • პოტენციურ მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა;
  • კორპორატიული კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი;
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი;
  • შედეგებზე შიდა ანგარიშგებების მომზადება.

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ( სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით).
  • გაყიდვების სტრუქტურის და თეორიული საფუძვლების ცოდნა.
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული);

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები / კომპეტენციები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • პრეზენტაბელურობა;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
  • კრეატიულობა;
  • ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 სამუშაო საათი).

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (კვალიფიკაციის შესაბამისად).

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, დ. გამრეკელის №2, აქსისის ბიზნეს ცენტრი.

დაინტერესებულ პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე – CV ელ-ფოსტაზე info@rossoft.ge.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

 

 

 

Georgian