პროგრამული გადაწყვეტილების დანერგვის შემდეგ, ჩვენგან დამოუკიდებლად მუშაობის დროს, ყოველდღიურ სამუშაო პროცესში, ჩნდება შეკითხვები, რაზეც პასუხის მიღებას შეძლებთ დისტანციური მხარდაჭერის მეშვეობით.

დისტანციური მხარდაჭერა გულისხმობს სერვისს, რომლის დროსაც საჭიროების შემთხვევაში უკავშირდებით ჩვენი სპეციალისტების გუნდს და მიმართავთ მათ პროგრამასთან დაკავშირებული შეკითხვებით.

ჩვენ არა მხოლოდ პროგრამის დანერგვას, არამედ მისი გამართული და ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო სხვადასხვა ტიპის მომსახურებასაც გთავაზობთ. ერთ-ერთი მათგანი კი დანერგვის შემდგომი დისტანციური მხარდაჭერაა.

დისტანციური მხარდაჭერის სერვისი გაიწევა სპეციალური საკომუნიკაციო პროგრამის 1C Сonnect-ის მეშვეობით. მოცემული საკომუნიკაციო სისტემა წარმოადგენს Skype-ის, სატელეფონო ზარების, Teamviewer-ის და Messenger-ის გაერთიანებას, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მიმართოთ ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტს და დისტანციურად გადაჭრათ პროგრამასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის პრობლემა.

აღნიშნული მომსახურების ფარგლებში თქვენ სარგებლობთ ცხელი ხაზის შეუზღუდავი მომსახურებით წვრილ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული საჭირო კონსულტაციების ოპერატიულ რეჟიმში მისაღებად. უკავშირდებით ჩვენი სპეციალისტების გუნდს და მიმართავთ მათ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვით.

დისტანციური მხარდაჭერის მომსახურება მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:

  • პროგრამული პროდუქტის პლატფორმის განახლება:
  • პროგრამული პროდუქტის კონფიგურაციის განახლება:
  • მომხმარებელთა დახმარება ყოველდღიურად არსებულ წვრილ-წვრილ საკითხებზე;
  • მომხმარებლების დახმარება სტანდარტულ ფუნციონალში არსებული სტანდარტული ოპერაციების გატარების დროს.
  • მომხმარებლების დამხარება სტანდარტულ ფუნქციონალში არსებული სტანდარტული ანგარიშგებების აწყობაში, ფორმის შეცვლაში, გადაწყობაში და სხვა.
Georgian