კომპანია ROSSOFT აცხადებს ვაკანსიას კონფიგურაციის დეველოპერის პოზიციაზე.

Rossoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული პროდუქტების ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას საქართველოში, ხოლო მიზანი კი – უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.

სამუშაო მოთხოვნები:

  • პროგრამირება 1C-ის 8.2 და 8.3 პლატფორმებზე;
  • კონფიგურაციაზე მუშაობა, აწყობა, შენარჩუნება, ადმინისტრირება, მომხმარებლების მხარდაჭერა;
  • დამატებითი ანგარიშების და დამუშავებების შექმნა;
  • კონფიგურაციის შექმნა/აწყობა, შემუშავება, დანერგვა, განახლება, მოდელირება, მხარდაჭერა;
  • არებულ ბაზებზე მუშაობა, მონაცემების გაცვლა არსებულსა და სხვა ბაზებს შორის.

პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • პროგრამული ენების კარგად ცოდნა (C++, Java, C#);
  • სტუდენტურ ან კომერციულ პროექტებში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • მონაცემების დამუშავებისთვის საჭირო ძირითადი ალგორითმების ცოდნა;
  • პროგრამული კოდის ტესტირების უნარი;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის ინგლისურ ენაზე წაკითვის უნარი;
  • შემოქმედებითი აზროვნება, სწავლის მიმართ გახსნილობა;
  • აქტიურობა და მიზანმიმართულობა.

სასურველია:

  • სპეციალისტის სერტიფიკატის ქონა – „Cпециалист по платформе 1С 8”;
  • „1C Предприятие 8”-ის მაღალ დონეზე ცოდნა (ადმინისტრირება, კონფიგურაციის შექმნა, პროგრამირება)
  • კონფიგურაციაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და 1C-ის სხვა სისტემებთან ინტეგრაციის მეთოდების ცოდნა;
  • პლატფორმის მექანიზმების ცოდნა, მონაცემების გაცვლის უნივერსალური მექანიზმის ცოდნა, ინფორნმაციული ბაზების განაწილების მექანიზმის ცოდნა;
  • ბუღალტრული, საგადასახადო, ფინანსური, სასაწყობე და მენეჯერული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წლისა, აქედან არანაკლებ 1 წლისა 8.2 ვერსიაზე.
  • უპირატესობად ჩაითვლება მსხვილ პროექტებში მონაწილეობა, რომელთა ფარგლებშიც მოხდა პროცესების ავტომატიზაცია 1C 8 პლატფორმაზე.

სამუშაო პირობები: 

  • სრული სამუშაო განაკვეთი (კვირაში 40 სამუშაო საათი).
  • ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@rossoft.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

 

 

Georgian