კომპანია ROSSOFT აცხადებს ვაკანსიას კონფიგურაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

Rossoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული პროდუქტების ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას საქართველოში, ხოლო მიზანი კი – უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

  • კომპანიაში 1C ბიზნეს გადაწყვეტილების დანერგვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • დამკვეთი კომპანიის საჭიროებების შესწავლა და გაანალიზება;
  • კონსულტაციების გაწევა დამკვეთის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების მიზნით;
  • დამკვეთის   თანამშრომლების   დახმარება   პროგრამის   ათვისებაში –   პროგრამის შემსწავლელი ტრენინგ-კურსების ჩატარება;
  • დამკვეთის ტექნიკური მხარდაჭერა.

პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება – ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • კარგი ანალიტიკური და კომპიუტერული უნარები;
  • ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
  • უპირატესობად ჩაითვლება 1C სტანდარტული გადაწყვეტილებების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენებიდან ერთ-ერთის ცოდნა სრულყოფილად;
  • პასუხსიმგებლობა, პუნქტუალურობა, მიზანმიმართულობა.
  • კარგი ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
  • სტრესულ და არასტანდარტულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

  • სრული სამუშაო განაკვეთი (კვირაში 5 დღე, 40 სამუშაო საათი).
  • ანაზღაურება დამოკიდებულია ნანდიდატის კვალიფიკაციაზე.

გთხოვთ, ვაკანსიები გამოაგზავნოთ მეილზე: info@rossoft.ge

წერილის თემაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: 1C კონფიგურაციის სპეციალისტი

Rossoft გისურვებთ წარმატებებს!

 

 

 

Georgian