პროგრამის აღწერა


1C პლატფორმაზე არსებული ERP პროგრამული გადაწყვეტილებები განკუთვნილია კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-პროცესის ავტომატიზაციისთვის და ეფექტური მართვისათვის. სისტმა მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  • შესყიდვები
  • საცალო გაყიდვა
  • მარტივი დაგეგმვა
  • საწყობი
  • წარმოება
  • ge ინტეგრაცია
  • საბითუმო გაყიდვა
  • დისტრიბუცია
  • ფულადი სახსრები
  • ბუღალტერია
  • ხელფასები
  • CRM
  • მარკეტინგი
  • HR
  • რთული წარმოება
  • რთული საოპერაციო დაგეგმვა
  • ფინანსური ბიუჯეტირება

სისტემის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიაში (წარმოება, კვების პროდუქტების წარმოება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მშენებლობა, მომსახურების სფეროები) მომუშავე კომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვისთვის.

კურსის მიზანი


მსმენელების სწრაფი და ხარისხიანი მომზადება, რათა მათ შეძლონ პროგრამული კოდის შექმნა და მისი გამოყენება სხვადასხვა საბაზისო ამოცანის ეფექტური გადაწყვეტისათვის.

ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ პროგრამული გადაწყვეტილების სტანდარტულ ფუნქციონალში გარკვეული ცვლილებების შეტანას.

მიზნობრივი ჯგუფი


  • პროგრამისტები;
  • მენეჯერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საწარმოში მიმდინარე პროცესების ოპერატიულ მართვაზე;
  • 1С პროგრამის ადმინსიტრატორები;
  • სტუდენტები;
  • კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებული პირები.

კურსის დასრულების შემდგომ თქვენ შეძლებთ:

  • მარტივი სავაჭრო აღრიცხვის სიტემის აწყობას;
  • თვითღირებულების დათვლის კოდის დაწერას;
  • მართვადი ბალანსის აწყობას;
  • სპეციალური ამოცანების შექმნას, რომელიც მომსახურე პერსონალის კონტროლს ისახავს მიზნად;
  • ანგარიშგებების აწყობას;
  • ამოცანების მართვის მექანიზმის გაცნობას;
  • ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციას;
  • CRM სისტემის შექმნას (კლიენტებთან ურთიერთობის მონიტორინგი).

კურსის ხანგრძლივობა


კურსის ხანგძრლოვობა: 44 სამუშაო საათი (40 საათი სწავლება + 2 საათი შუალედური და +2 საათი ფინალური ტესტირება).

ლექციების განრიგი: კვირაში სამჯერ 2-2 საათიანი ლექციები.

ლექციების ჩატარების ადგილი: ქ.თბილისი, აქსისის ბიზნეს ცენტრი, დავით გამრეკელის ქუჩა №2, მე-4 სართული.

კურსის საფასური: 700 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

სწავლების მეთოდები


სწავლება მიმდიმარეობს როგორც თეორიულად, ასევე პროგრამაში სადემონსტრაციო ნიმუშების განხილვის გზით. ტრენინგების მანძილზე მსმენელებს ეძლევათ დავალებები და წვდომა ვიდეო გაკვეთილებზე.

სპეციალურად მსმენელებისთვის დაწესებული შეღავათები:

 

  • კურსის მსმენელები პროგრამის შეძენის შემთხვევაში ისარგებლებენ კომპანიის მხრიდან დაწესებული ფასდაკლებით;

 

  • 1C პროგრამის მცოდნე კადრებზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, Rossoft Training Centre წარმატებულ კურსდამთავრებულებს უწევს რეკომენდაციას მის პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების მიზნით.

 

ლექციების მსვლელობისას გათვალისწინებულია 15 წუთიანი შესვენება.

სამუშაო მასალები მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.

ტრენინგის დასასრულს ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი ორენოვანი სერთიფიკატი.

 

კურსზე დასარეგისტრირებლად, გადადით სარეგისტაციო გვერდზე.

Georgian