თუკი სხვადასხვა მიზეზთა გამო ამჯობინებთ, რომ გქონდეთ საკუთარი ტექნიკური მოწყობილობა / სერვერი, კომპანია Rossoft მზადაა ამ საკითხშიც გაგიწიოთ დახმარება.

ჩვენი გამოცდილი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული გუნდი დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ და შეიძინოთ ისეთი ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც თქვენი კომპანიის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული.

ტექნიკური მოწყობილობის შეერჩევისას საჭიროა გავითვალისწინოთ შემდეგი კრიტერიუმები:

კომპანიის მასშტაბი ამოცანები და მიზნები

ERP სისტემის დანერგვა, როგორც წესი, კომპანიის სხვადასხვა მიზნის განხორციელებას ემსახურება. ყველა კომპანიას განსხვავებული მასშტაბი აქვს, ამიტომაც ჩვენი გუნდი თქვენი მოთხოვნიდან გამომდინარე შეგარჩევინებთ ისეთ ტექნიკურ მოწყობილობას, რომელიც თანხვედრაში იქნება, როგორც თქვენ მიერ არჩეულ ERP სისტემასასთან, ასევე თქვენი კომპანიის ამოცანებთან. ცალსახად განსხვავებული მონაცემების მქონე ტექნიკური მოწყობილობაა საჭირო სხვადასხვა მასშტაბის და ინფორმაციული ბაზის მოცულობის, მქონე კომპანიებისათვის.

ERP სისტემის მოთხოვნები ტექნიკური მოწყობილობების მიმართ

თითოეული ინდუსტრია განსხვავდება თავისი სპეციფიკით. სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე კომპანია იყენებს სხვადასვხა ტიპის პროგრამულ გადაწყვეტილებას. თითოეულ პროგრამულ გადაწყვეტილებას მასშტაბიდან გამომდინარე აქვს სარეკომენდაციო მოთხოვნები ტექნიკური მოწყობილობის მიმართ. Rossoft-ის სპეციალისთა გუნდი დაგეხმარებათ თქვენ მიერ შერჩეული პროგრამული გადაწყვეტილების ტექნიკური მოწყობილობის მიმართ მოთხოვნების გაანალიზებაში და თქვენი ყოველდღიური ოპერაციებიდან გამომდინარე შეგარჩევინებთ ისეთ მოწყობილობას, რომელიც ზუსტად უპასუხებს თქვენი ბიზნესის მოთხოვნებს.

გრძელვადიანი ინვესტიცია

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს დროში, ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად იცვლება, საჭიროა სწორად შეირჩეს ისეთი ტექნიკური მოწყობილობები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე მოგემსახურებათ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ შეინარჩუნებს კიდეც თავის აქტუალურობას. Rossoft-ის IT გუნდს შეუძლია ამ კუთხით კვალიფიციური კონსულტაცია გაუწიოს თითოეულ დაინტერესებულ პირს და მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია საჭირო ტექნიკური მოწყობილობის მახასიათებლების შესახებ.

ბიუჯეტი და ფულადი სახსრები

ტექნიკური მოწყობილობების ფასები ძალიან დიდ დიაპაზონში მერყეობს და ხშირად რთულია შერჩიო ისეთი მოწყობილობები, რომლებიც ოპტიმალური იქნება, როგორც კომპანიის საჭიროებების ისე ფულადი სახსრების გათვალისწინებით. Rossoft მომხმარებლებს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასებს სხვადასხვა ტიპის ტექნიკურ მოწყობილობაზე.

ჩვენ შეგვიძლია გაგიწიოთ სრული მომსახურება, შეგარჩევინოთ საჭირო მონაცემების ტექნიკური მოწყობილობა, შევიძინოთ იგი თქვენთვის, ავაწყოთ, გავმართოთ და მოგაწოდოთ მზა სახით.

Georgian