ავტომატიზაციის შედეგი Karcher Georgia-ს მაგალითზე

კომპანიის მიმოხილვა

Karcher – ის ოფიციალური წარმომადგენლობა კავკასიაში, რომელიც პასუხისმგებელია სამ ქვეყანაზე: საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე.

პრობლემა

ყველა ინდუსტრიას აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა, რომლის თავისებურებებიც ბიზნესის ავტომატიზაციისას აუცილებლად გასათვალისწინებელია. Karcher Georgia-ს ესაჭიროებოდა თანამედროვე, ტექნოლოგიურად გამართული ERP სისტემა, რომელიც გაამარტივებდა სამუშაო პროცესს, როგორც კომპანიის დეპარტამენტებს შორის, ასევე მომწოდებლებთან, კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მხრივაც.

იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის სათავო ოფისი გერმანიაშია, მნიშვნელოვანი იყო, გერმანელ პარტნიორებს ჰქონოდათ სისტემასთან წვდომა და ნებისმიერ დროს შესძლებლოდათ პროგრამასთან დაკავშირება მათთვის სასურველი ინფორმაციის მიღების მიზნით.

პრობლემის გადაჭრის გზა

Karcher Georgia-ს მიერ დასმული ამოცანა Rossoft-ის სპეციალისტების გუნდმა დეტალურად შეისწავლა, რის შემდეგაც კომპანიას შესთავაზა არსებული პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ალტერნატიული გზა. Karcher Georgia -ს თანამშრომლებთან ერთად განვიხილეთ სხვადასხვა ალტერნატივები და შევარჩიეთ ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილება. დავნერგეთ სტანდარტული ERP სისტემა და ჩვენი დეველოპერების დახმარებით პროგარამას დავუმატეთ ბევრი არასტანდარტული, კონკრეტულად Karcher Georgia-ს ბიზნეს პროცესებზე მორგებული ანგარიშგება თუ საბეჭდი ფორმა.

დანერგვის პარალელურად ვმუშაობდით სხვა სისტემებთან ინტეგრაციებზე. ERP Standard დავუკავშირეთ მომწოდებლების სისტემას, რის შედეგადაც Karcher Georgia-ს თანამშრომლები ძალიან სწრაფად და ეფექტურად ახერხებენ ინფორმაციის გაცვლას.

ავტომატიზაციის ხელშესახები შედეგი არის ის, რომ ყოველდღიურ რუტინულ ოპერაციებზე იხარჯება მინიმალური დრო, არსებობს რეპორტების დამუშავების და აწყობის მოქნილი მექანიზმი და კომპანიაში მიმდინარე ყველა პროცესი აღირიცხება ერთიან სისტემაში.

 

დღევანდელი მდგომარეობა

ERP სისტემაში, რომელსაც Karcher Georgia იყენებს რეალიზებულია ყველა აუცილებელი ფუნქცია დაგეგმვის, აღრიცხვის, ოპერატიული მართვის, კონტროლისა და ანალიზისთვის. მოცემული ბიზნეს გადაწყვეტილება ხელს უწყობს კომპანიის ეფექტიანობის ზრდას, კომპანიის ხელმძღვანელებს სთავაზობს მართვისთვის აუცილებელი ინსტუმენტების ფართო სპექტრს, თანამშრომლებს კი უქმნის პროდუქტიული მუშაობისთვის საჭირო შესაძლებლობებს.

სისტემის მეშვეობით დღეს Karcher Georgia -ს შეუძლია:

  • სრულყოფილი სასაწყობე აღრიცხვა;
  • მომხმარებლებლებისა და მომწოდებელთა ბაზების წარმოება;
  • კომპანიაში მიმდინარე სხვადასვხა ტიპის ოპერაციის აღირცხვა;
  • დებიტორული/კრედიტორული ანგარიშსწორებების კონტროლი;
  • დაგეგმილი და შესრულებული ოპერაციების ვადების კონტროლი.

გამარტივებულია პროგრამიდან ინფორმაციის ამოღების პროცესი, რადგანაც სისტემა მეგობრობს ექსელთან. შესაძლებელია, ნებისმიერი მონაცემების იმპორტირება ან/და ექსპორტირება შესაბამის ფორმატში.

სამომავლო გეგმები

კომპანია ფართოვდება და ხსნის ახალ ფილიალებს. მას პროგრამული კუთხით სჭირდება რჩევები და რეკომენდაციები. Karcher Georgia-ს ხელმძღვანელების განცხადებით, ყოველდღიურ რეჟიმში Rossoft-ის ERP სპეციალისტების დახმარებით იგეგმება სამუშაოები, სწორად ისახება მიზნები და Rossoft-ის გუნდის გვერდში დგომის იმედი აქვთ პროგრამასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში.

 
 
Georgian