პროგრამის აღწერა


ERP Standard წარმოადგენს 1C-ის უახლეს პლატფორმაზე არსებულ კომპლექსურ მზა გადაწყვეტილებას მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში მომუშავე კომპანიების ფინანსური და მენეჯერული აღრისხვისათვის.

ERP Standard მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  • შესყიდვები
  • საწყობი და მარაგები
  • წარმოება
  • გაყიდვები
  • პერსონალის მართვა და საკადრო აღრიცხვა
  • ფულადი სახსრები
  • ბუღალტერია
  • ფინანსური ანგარიშგებები
  • Rs.ge

სრულიად ახალ ტექნოლოგიურ პლატფორმაზე (1C: საწარმო 8.4) მომუშავე პროგრამული გადაწყვეტილება ERP Standard გაძლევთ შესაძლებლობას, ეფექტურად მართოთ ბიზნესი და გახადოთ იგი სრულად ავტომატიზირებული.

კურსის მიზანი


მსმენელთა ინფორმირება ERP Standard-ის ფუნციონალური შესაძლებლობების შესახებ, მათი სწრაფი და ხარისხიანი მომზადება სისტემის ეფექტურად გამოყენების მიზნით.

კურსის ფარგლებში თითოეულ მსმენელს მიეწოდება დეტალური ინფორმაცია პროგრამის სხვადასხვა მოდულის და ამ მოდულში მიმდინარე ოპერაციების შესახებ.

თქვენ შესაძლებლობა გექნებათ:

  • ისწავლოთ სისტემასთან მუშაობა;
  • მიიღოთ ინფორმაცია ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის საბაზისო პრინციპებზე;
  • გაეცნოთ საწარმოს ბიზნეს სფეციფიკას;
  • განიხილოთ საწარმოს ძირითადი ოპერაციები;
  • გააანალიზოთ თითოეული ოპერაციის გავლენა ფინანსურ შედეგზე;

მიზნობრივი ჯგუფი


აღნიშნული ტრენინგის მიზნობრივი აუდიტორია საკმაოდ ფართოა და მოიცავს:

  • კომპანიის მპლობელებს, დამფუძნებლებს და მმართველ პარტნიორებს, რათა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია კომპანიაში არსებული ERP სისტემის შესაძლებლობების შესახებ და გადაწყვეტილების მიღებისათვის შეძლონ სისტემის ეფექტური გამოყენება.
  • სავაჭრო, საწარმოო და მომსახურების სფეროს ბუღალტრებს, ფინანსურ მენეჯერებს, რათა მათ ERP სისტემის დახმარებთ უზრუნველყონ ორგანიზაციის სწორი ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
  • მენეჯერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საწარმოში მიმდინარე პროცესების ოპერატიულ მართვაზე;
  • სხვადასხვა რგოლის მენეჯერებს (შესყიდვების, გაყიდვების, საწყობის, წარმოების, ლოჯისტიკის და სხვა).
  • სტუდენტებს;
  • კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებულ პირებს;

კურსის ხანგრძლივობა


კურსის ხანგრძლივობა: 20 საათი.  

ლექციების განრიგი: კვირაში სამჯერ 2-2 საათიანი ლექციები.

ლექციების ჩატარების ადგილი: ქ.თბილისი, აქსისის ბიზნეს ცენტრი, დავით გამრეკელის ქუჩა №2, მე-4 სართული.

კურსის საფასური: 360 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

კურსი იწყება ყოველ 3 კვირაში ერთხელ.

სწავლების მეთოდები


სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად, პროგრამაში თქვენი კომპანიის ბიზნეს პროცესებზე აწყობილი ქეისების განხილვის საშუალებით. კურსის განმავლობაში მსმენელებს ეძლევათ დავალებები და აქვთ წვდომა ბაზის დემო ვერსიაზე.

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

 

  • გქონდეთ სრული წარმოდგენა პროგრამის ფუნქციონალური შესაძლებლობების შესახებ;
  • დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე ააწყროთ პროგრამის პარამეტრები;
  • ეფექტურად გამოიყენოთ პროგრამის შესაძლებლობები ორგანიზაციის ფინანსური, საწარმოო, მარაგების და სხვა მიმართულებების აღრიცხვის, დაგეგმვის, კონტროლისა და ანალიზისთვის;
  • პროგრამის შესაძლებლობების გამოყენებით აკონტროლოთ თანამშრომლების სამუშაო გრაფიკი და შესრულებული სამუშაოები;
  • ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სწრაფად მოიძიოთ პროგრამაში არსებული სასურველი ინფორმაცია;

 

სპეციალურად მსმენელებისთვის დაწესებული შეღავათები:

  • კურსის მსმენელები პროგრამის შეძენის შემთხვევაში ისარგებლებენ კომპანიის მხრიდან დაწესებული ფასდაკლებით;
  • კომპანიებს, რომელთა წარმომადგენლებიც Rossoft Traning Centre-ში გაივლიან ტრენინგ-კურსს, საშუალება ექნებათ კურსის მიმდინარეობისას სრულიად უსასყიდლოდ აწარმოონ საკუთარი კომპანიის ფინანსური ოპერაციები პროგრამა ERP Standard -ში;
  • 1C პროგრამის მცოდნე კადრებზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, Rossoft Training Centre წარმატებულ კურსდამთავრებულებს უწევს რეკომენდაციას მის პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების მიზნით.

ლექციების მსვლელობისას გათვალისწინებულია 15 წუთიანი შესვენება.

სამუშაო მასალები მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.

ტრენინგის დასასრულს ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი ორენოვანი სერთიფიკატი.

 

კურსზე დასარეგისტრირებლად, გადადით სარეგისტაციო გვერდზე.

 

Georgian