კომპანია ROSSOFT აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.

Rossoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული პროდუქტების ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას საქართველოში, ხოლო მიზანი კი – უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.

ძირითადი მოვალეობები:

  • საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე / ხარვეზებზე დროული რეაგირება, მათი აღმოფხვრა, კონტროლი და მონიტორინგი;
  • კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვა) ინსტალაცია, გამართვა;
  • კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
  • შესაერთებელი მოწყობილობების პროგრამასთან ინტეგრაცია (სკანერი, სასწორი და სხვა);
  • ქსელური ინფრასტრუქტურის პროექტირება, კონფიგურირება და ადმინისტრირება;
  • SQL ბაზების დამუშავება;
  • ოპერაციული სისტემის პერიოდული გადაყენება / განახლება;
  • მიმდინარე სისტემის / არსებული ინფორმაციული ბაზების დაცვა და მასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა;
  • სერვერის / შიდა ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მუდმივი მონიტორინგი.
  • მონაცემთა ბაზების ასლების აღება და პორტების გადამისამართება
  • ინციდენტების დაფიქსირება და მათი ოპერატიული გადაწყვეტა.
  • კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა პროცესში ჩართულობა.

პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები:

  • უმაღლესი  განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • 1C პროგრამის სრულყოფილი ცოდნა.
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (არანაკლებ 1C 8.1 ვერსიისა);
  • უცხო ენების ცოდნა (რუსული და ინგლისური);
  • ქსელური ტექნიკის ცოდნა;

სამუშაო პირობები:

  • სრული სამუშაო განაკვეთი (კვირაში 40 სამუშაო საათი) – ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00.
  • ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე).

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hrbesiniwine@gmail.com

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

Rossoft გისურვებთ წარმატებას!

 

 

 

Georgian