პროდუქტის შესახებ


1C დოკუმენტბრუნვა 1C-ის ეფექტური პროგრამული გადაწყვეტილებაა, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ზომის კომპანიის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისათვის.

1C დოკუმენტბრუნვა უზრუნველყოფს კომპანიის შიდა და გარე დოკუმენტებთან მუშაობის სრული ციკლის ავტომატიზაციას, ასევე ელექტრონული და საქაღალდე დოკუმენტბრუნვის აღრიცხვას.

პროგრამაში შესაძლებელია შემომავალი და გამავალი კორესპონდენციების აღრიცხვა და მათთვის კომპლექსური პრინციპით სარეგისტრაციო ნომრების ავტომატური გენერირება.

სისტემაში დოკუმენტების რეგისტრაცია კომპანიის მოთხოვნების მიხედვით აწყობილი სქემისა და საქმის წარმოების წესის მიღებული სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება.

1C დოკუმენტბრუნვა ნებისმიერი ტიპის ფაილთან მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. გათვალისწინებულია ფაილების შაბლონებიდან ავტომატური გენერაციის ფუნქცია, რაც დოკუმენტბრუნვის სტანდარტიზაციას უწყობს ხელს და ორგანიზაციის თანამშრომლებს ტიპური დოკუმენტების შექმნის პროცესს უმარტივებს. პროგრამაში ფაილები ინახება საქაღალდეების სტრუქტურის სახით.

პროგრამული პროდუქტი დოკუმენტბრუნვის აღრიცხვის ავტომატიზაციის, თანამშრომლების ურთიერთდაკავშირების, სამუშაოების შესრულების კონტროლისა და ანალიზის კომპლექსურად გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა.

ვისთვის?


პროგრამის ეფექტური გამოყენება შესაძლებელია, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებში, ასევე კერძო კომპანიებში. კომპანია შეიძლება იყოს მცირე ზომის, წარმოდგენილი ერთი სტრუქტურული ერთეულით, ან ჰოლდინგი - დიდი რაოდენობის მომხმარებლებითა და სტრუქტურული ერთეულებით. პროგრამა იძლევა ორივე ამ მასშტაბის კომპანიის მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ფუნციონალური შესაძლებლობები


1C დოკუმენტბრუნვის დახმარებით შესაძლებელია:

  • დოკუმენტების ცენტრალიზებული უსაფრთხო შენახვა
  • საქაღალდე საქმისწარმოების მხარდაჭერა
  • პერსონალური მონაცემების აღრიცხვა
  • ოპერატიული წვდომა საჭირო დოკუმენტებთან მომხმარებელთა დაშვების უფლებების გათვალისწინებით
  • შემომავალი და გამავალი დოკუმენტების რეგისტრაცია
  • დოკუმენტების დათვალიერება და რედაქტირება
  • დოკუმენტების ვერსიების შენახვა
  • დოკუმენტების სრულტექსტიანი ძებნა მათი შინაარსის მიხედვით
  • ნებისმიერი ტიპისა და ფორმატის დოკუმენტებთან მუშაობა: MS ოფისის დოკუმენტები, ტექსტები, გამოსახულებები, აუდიო-ვიდეო ფაილები, პროექტირების სისტემის დოკუმენტები, არქივები, აპლიკაციები და ა.შ.
  • შიდა დოკუმენტების რეგისტრაცია (ინსტრუქციები, სამუშაო ჩანაწერები, დავალებები);
  • მომხმარებელთა კოლექტიური მუშაობის ორგანიზება, დოკუმენტების დადასტურების, შეთანხმების, შესრულების და კონტროლის შესაძლებლობა
  • დოკუმენტების მარშრუტიზაცია
  • დოკუმენტების კოლექტიურად დამუშავების შესაძლებლობა
  • თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვა და კონტროლი
  • თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოების კონტროლი და ანალიზი
  • დოკუმენტების ავტომატიზირებული ჩამოტვირთვა პირდაპირ ელექტრონული ფოსტიდან ან სკანერიდან მათი მიბმის შესაძლებლობა
  • რეზოლუციის მექანიზმი;
  • დოკუმენტებს შორის კავშირის მითითება;
  • ერთი და იმავე ფაილთან კოლექტიური მუშაობის შესაძლებლობა.

პროგრამის უპირატესობები:

  • თითოეულ დოკუმენტს გააჩნია სააღრიცხვო-სარეგისტრაციო ბარათი.
  • სამუშაო ფოლდერების შექმნა შესაძლებელია სხვადასხვა ლოგიკის გათვალისწინებით: ორგანიზაციული სტრუქტურის, ფაილების თემატიკის ან დაშვების უფლებების მიხედვით
  • პროგრამაში შესაძლებელია ერთდროულად მრავალი მომხმარებლის მუშაობა, როგორც შიდა ქსელის, ასევე ინტერნეტის საშუალებით, მათ შორის ვებ ბრაუზერის გამოყენებით.
  • პროგრამაში გათვალისწინებულია შემომავალი, გამავალი, შიდა დოკუმენტებისა და ფაილების ავტომატური ჩატვირთვა სკანერიდან.
  • პროგრამა ინტეგრირებულია ელექტრონულ ფოსტასთან, შესაბამისად, შესაძლებელია ნებისმიერი დოკუმენტისა და ფაილის გაგზავნა ელექტრონული ფოსტით პირდაპირ პროგრამიდან. ასევე, გათვალისწინებულია შემომავალი და შიდა დოკუმენტების ჩამოტვირთვა ელექტრონული ფოსტიდან პირდაპირ 1C დოკუმენტბრუნვაში.
  • შემომავალი და გამავალი დოკუმენტები ავტომატურად უკავშირდება ერთმანეთს მიმოწერის ჯაჭვში. ჯაჭვის გაშიფვრა შესაძლებელია, როგორც შემომავალი და გამავალი დოკუმენტების ბარათებიდან, ასევე კორესპონდენტის ბარათიდან.
  • პროგრამაში გათვალისწინებულია შემომავალი და გამავალი დოკუმენტების რეგისტრაცია, რომელთა ადრესატები არა მხოლოდ იურიდიული პირები, არამედ უბრალო მოქალაქეებიც არიან.
  • დამატებითი რეკვიზიტების (ანალიტიკური ველების) აწყობის შესაძლებლობა შემომავალი და გამავალი დოკუმენტებისთვის სისტემის გამორთვის გარეშე. რეკვიზიტების მინიჭება შესაძლებელია დოკუმენტების ტიპების მიხედვით. თითოეული დოკუმენტის ბარათის აწყობა შესაძლებელია ისე, რომ მასზე გამოჩნდეს სტანდარტული და დამატებითი რეკვიზიტების მხოლოდ საჭირო კრებული.
  • ყველა შიდა დოკუმენტი ინახება საქაღალდეებში (ფოლდერებში), რომელთა სტრუქტურა შეიძლება დაფორმირდეს და შეიცვალოს კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურის ან თავად დოკუმენტების ტიპების შესაბამისად.
  • თითოეულ საქაღალდეზე ყენდება უფლება მომხმარებლებისთვის ან მომხმარებელთა ჯგუფებისთვის შემდეგი ქმედებების შესასრულებლად: წაკითხვა, დამატება, რედაქტირება და წაშლა.

 

პროგრამის ფუნციონალური შესაძლებლობების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

Georgian