პროგრამის აღწერა


ERP 2.1 წარმოადგენს 1С-ის უახლეს პლატფორმაზე შექმნილ ყველაზე მასშტაბურ და ინოვაციურ გადაწყვეტილებას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ERP გადაწყვეტილების სტანდარტებს და რომლის მეშვეობითაც კომპანიის მენეჯერებს აქვთ შესაძლებლობა დაგეგმონ, აღრიცხონ, გააკონტროლონ და გააანალიზონ მათ კომპანიაში მიმდინარე პროცესები. მოცემული ბიზნეს გადაწყვეტილება გაძლევთ შესაძლებლობას, განსაზღვროთ კომპანიის მიზნები, მოახდინოთ დაგეგმილი პროცესების ავტომატიზაცია და მოაწესრიგოთ აღრიცხვიანობა.

ERP 2.1-ის გამოყენება შესაძლებელია, როგორც სავაჭრო ოპერაციების, ასევე რთული და მრავალსაფეხურიანი წარმოების პროცესების ეფექტური აღრიცხვის, კონტროლისა და ანალიზისთვის.

პროგრამული გადაწყვეტილება სრულად ლოკალიზებულია ქართული სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  • შესყიდვები
  • საწყობი და მარაგები
  • წარმოება
  • გაყიდვები (საცალო და საბითუმო რეალიზაციები)
  • რთული საოპერაციო დაგეგმვა
  • დისტრიბუცია
  • მარკეტინგი
  • CRM
  • HR - პერსონალის მართვა
  • საკადრო აღრიცხვა და ხელფასები
  • დოკუმენტბრუნვა
  • ფულადი სახსრები
  • ბუღალტერია
  • ფინანსური ანგარიშგებები
  • ბიუჯეტირება
  • RS.ge

 

სისტემა მოიცავს ორგანიზაციის საქმიანობის ყველა მიმართულებას და მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად.

კურსის მიზანი


მსმენელთა ინფორმირება ERP 2.1-ის წარმოების მოდულის ფუნციონალური შესაძლებლობების შესახებ, მათი სწრაფი და ხარისხიანი მომზადება სისტემის ეფექტურად გამოყენებისათვის.

 

კურსის ფარგლებში თითოეულ მსმენელს მიეწოდება დეტალური ინფორმაცია წარმოების მოდულში მიმდინარე ოპერაციების შესახებ.

 

 

თქვენ შესაძლებლობა გექნებათ:

 

  • დეტალურად გაეცნოთ პროგრამის წარმოების მოდულს;
  • შეისწავლოთ წარმოების აღიარებული პრაქტიკები;
  • გაეცნოთ საწარმოო პროცესში ჩართული მომხმარებლების როლებს;
  • ნახოთ თითეული ოპერაციის გავლენა საწარმოო პროცესზე;
  • დაგეგმოთ წარმოების პროცესი;
  • გეგმის მიხედვით აწარმოოთ პროდუქცია და გაანალიზოთ მიღებული შედეგები;
  • გამოიანგარიშოთ ნაწარმოები პროდუქციის თვითღირებულება;
  • შეისწავლოთ საწარმოო ხარჯების სპეციფიკა;
  • გაეცნოთ სრულ ციკლს, როგორც ერთეტაპიანი ასევე მრავალეტაპიანი საწარმოო პროცესის შემთხვევაში.

მიზნობრივი ჯგუფი


კურსი განკუთვნილია ერთეტაპიანი ან მრავალეტაპიანი წარმოების მქონე ორგანიზაციების კორპორატიული ჯგუფებისათვის:

 

  • კომპანიების მფლობელ / დამფუძნებელთათვის
  • კომპანიის წარმოების მენეჯერებისათვის
  • მენეჯერებისათვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საწარმოში მიმდინარე პროცესების ოპერატიულ მართვაზე;
  • კომპანიის ბუღალტრებისთვის, რათა მათ ERP სისტემის დახმარებთ უზრუნველყონ ორგანიზაციის სწორი ბუღალტრული აღრიცხვა;
  • კომპანიის ფინანსური მენეჯერებისათვის, რათა მათ შეძლონ სხვადასხვა ტიპის ფინანსური ანგარიშგების აწყობა ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით;

კურსის ხანგრძლივობა


კურსის ხანგრძლივობა: 30 სთ.

სწავლების მეთოდები


სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად, პროგრამაში თქვენი კომპანიის ბიზნეს პროცესებზე აწყობილი ქეისების განხილვის საშუალებით. კურსის განმავლობაში მსმენელებს ეძლევათ დავალებები და აქვთ წვდომა ბაზის დემო ვერსიაზე.

 

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

 

  • გქონდეთ ზოგადი წარმოდგენა პროგრამის ფუნციონალური შესაძლებლობების შესახებ;
  • გქონდეთ სრული წარმოდგენა პროგრამის წარმოების მოდულის შესახებ;
  • დახმარების გარეშე ააწყროთ პროგრამის პარამეტრები წარმოების მოდულში;
  • ეფექტურად გამოიყენოთ პროგრამის შესაძლებლობები ორგანიზაციის საწარმოო პროცესების დაგეგმვის, აღრიცხვის, კონტროლისა და ანალიზისთვის;
  • პროგრამის შესაძლებლობების გამოყენებით აკონტროლოთ საწარმოში მომუშავე თანამშრომლების სამუშაო გრაფიკი და შესრულებული სამუშაოები;
  • ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სწრაფად მოიძიოთ პროგრამაში არსებული სასურველი ინფორმაცია;

 

ლექციების მსვლელობისას გათვალისწინებულია 15 წუთიანი შესვენება.

 

სამუშაო მასალები მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.

 

ტრენინგის დასრულებისას შესაბამისი ტესტირების საფუძველზე გაიცემა კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

Georgian